დღეს საქართველოში „დედის დღე“ აღინიშნება

დღეს საქართველოში „დედის დღე“ აღინიშნება.

3 მარტი „დედის დღედ“ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა.

3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა.

„დედის დღეს“ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში აღნიშნავდნენ. თუმცა, საბოლოოდ, საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც „დედის დღე” – 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share