“დაიტოვეს” ანგარიში გურიას-დავეხმარეთ – 1013-ზე მეტ ოჯახს დაიხარჯა – 17668.35 ლარი

გამარჯობა, მეგობრებო!
გაბარებთ შუალედურ ანგარიშს ოზურგეთის შტაბის მუშაობის იმ ნაწილზე, რამაც ჩვენს ხელთ გაიარა.
ამ პერიოდის განმავლობაში დავეხმარეთ – 1013-ზე მეტ ოჯახს
დაიხარჯა – 17668.35 ლარი
საიდანაც შემოვიდა:
ნანუკას ფონდი – 13092.22 ლარი Nanuka Zhorzholiani
ხელოვანების შემოწირულობა – 2400 ლარი (მადლობა სოფო კილასონიას, მიშა ჩარკვიანს და სხვებს, ვინც მიიღო მონაწილეობა) სოფო კილასონია
დანარჩენი თანხა მობილიზდა ჩვენი პირადი რესურსებით და ასევე ჩვენი მეგობრების დახმარებით.
კოკა ჯახუტაშვილთან ჩაირიცხა ჯამურად 6547 ლარი
ყველას უდიდესი მადლობა!
მადლობა თითოეულ მოხალისეს ადგილზე და ასევე ყველას ვინც სხვა ადგილებიდამ გვეხმარებოდა! მადლონა ამ ჯგუფის შემნქმნელებს!!!
უდიდესი მადლობა თითოეულ მოხალისეს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გასწია უდიდესი შრომა, თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა!
უდიდესი მადლობა სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის • Civic Movement for Freedom, რომელმაც შტაბისთვის დაგვითმო ოფისი და მისი წევრები თავდაუზოგავად გვეხმარებოდნენ!
უდიდესი მადლობა მათ ვინც პროდუქცია, წამლები და სხვა ტექნიკური საშუალებები შემოგვწირა დასახმარებლად და მოხალისეებისთვის – Care (120 პაკეტი ჯამურად 5 ათასი ლრის ღირებულების), Pharmadepo, ტკბილი ქვეყანა, ბათუმის პროტესტში ჩართულ მოხალისეები, თბილისის შტაბი, რაგბისტები, Mariam Tsertsvadzé (ცხოველების საკვებით მთელი გურია ამ გოგომ მოამარაგა!!!!) , ლიკას ტორტები და ყველა სხვას, ვინც აქ ვერ ჩამოვთვალე, რადგან ვერ მოვასწარი აღვრიცხე.
და ცალკე, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობდა, ვისაც მე ვიცნობდი და ახლა გავიცანი! ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენთან მუშაობა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! Tako Gulbiani კოკა ჯახუტაშვილი Vika Pilpani ცოტნე ღურწკაია ნუკრი კაკულია ნიკოლოზ ტყემალაძე Sophio Sakh Tako Mikadze Otar Revishvili Mate Tsenteradze Tiko Ivaniadze Irakli Geleishvili Nino Urushadze Zurab Parjiani David Dzneladze
ასევე უდიდესი მადლობა Isaubre • ისაუბრე-ს გუნდს, რომელიც აშუქებდა რესურსი ფარგლებში ყველა მოვლენას და ხშირად მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა!
ყველას მადლობა, ვინც ონლაინ მეხმიანებოდით, მეხმარებოდით ინფორმაციით დაზარალებულებზე თუ საჭიროებებზე! ბოდიში, რომ ყველას დროულად ვერ გპასუხობდით!
ვინც ვერ მოვთაგე, მომითაგეთ რა ❤
დღეს და ხვალ შტაბში მუშაობა გაგრძელდება და თბილისის შტაბის მიერ გამოგზავნილი დახმარება განაწილდება ამ ორ დღეში. უდიდესი მადლობა აქვე თქვენ Mariam Kaulashvili-Southwell Sophio Khuntsaria Ana Gurtskaia Tekla Vasadze Irakli Takalandze Tatia Meqvabishvili Nancy Woland Saba Jajanidze და ყველას!
კომენტარებში გთავაზობთ სრულ ანგარიშს, თითოეულ ჩეკს, რაც ჩემს ხელში გაიარა. კიდევ იყო სხვა შემოსავლები და ხარჯები, რომელთაც ჩემს ხელში არ გაუვლია.
ანგარიშს სოციალურ ქსელში “დაიტოვეს” ერთ ერთი ლიდერი ილია ღლონტი ავრცელებს
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share