“ბაჩიაშვილს აქ მოკლავდნენ, ციხეში….ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი” | ნიკა გვარამია

“გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე:

ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო. ციხეში, ცხადია.

ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.

სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.

ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში – არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.

შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა”

– ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია წერს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share