პროევროპული აქციების მონაწილე პედაგოგი მეორე საჯარო სკოლიდანაც გაათავისუფლეს

მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი კიდევ ერთი საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ამჯერად სოფელ გუმათის საჯარო სკოლიდან, სადაც 4 წელი მუშაობდა. როინიშვილი ვარაუდობს, რომ სკოლიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი ამჯერადაც საპროტესტო აქციებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.

როგორც პედაგოგი სოციალურ ქსელში წერს, მეტი დამაჯერებლობისთვის, გათავისუფლების მიზეზად, “ჩაცუცუქული მამების“ განცხადება დასახელდა, რომელიც, თითქოს, დირექტორს ბავშვების სკოლიდან გაყვანით აშანტაჟებდნენ.

უკვე მეორე სამსახურდანაც- ნახვამდისო…მეტი დამაჯერებლობისა და მრავალფეროვნებისათვის, ამჯერად ჩაცუცქული მამების განცხადების საფუძველზე. დირექტორს აშანტაჟებდნენ ბავშვების სკოლიდან გაყვანით. კაი ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩემი დღის წესრიგისა და ცხოვრების გაკონტროლება.

რა საცოდავები ხართ თუ ხვდებით, ვინც ამ რეჟიმს ემონებით?! მე, ორი შვილის დედა, რომელიც ორივე სამსახურიდან გამიშვით ისე, რომ საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობაშიც არ მოსულხართ… ვერ წამაქცევთ! ბოლომდე შეგაკვდებით!

ძირს რუსი ბიძინა!, – წერს როინიშვილი.შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს პედაგოგი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share