“კობახიძემ თემურ-ლენგის საფლავი ყვავილებით შეამკო, როგორ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში” – 86 წლის აქციის მონაწილე

86 წლის ქალი, რომელიც თითქმის ყოველდღე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ქუჩაში დგას, ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეზე ძალიან გაბრაზებულია.

უზბეკეთში ჩასულმა კობახიძემ თემურ-ლენგის საფლავი ყვავილებით შეამკო, ის როგორ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში – ამბობს აქციის მონაწილე.

”მინდა ვიხილო ჩემი საქართველო ტყუილებისაგან გათავისუფლებული მთავრობისგან, ვიხილო ჩემი საქართველო ისეთიო პარლამენტით, სადაც ყველა თავისი აზრის გამომთქმელი იქნება და არა ერთნაირი აზრის მატარებული. დღეს იმდენად გაბრაზებული, რომ ამოდენა მოედანზე ვერ ვეტევი, იმიტომ, რომ უზბეკეთში ჩასულმა კობახიძემ თემურ-ლენგის საფლავი ყვავილებით შეამკო, ის როგორ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. თემურ-ლენგმა საქართველო 8-ჯერ ააოხრა”, – ამბობს 86 წლის ქალი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share