რას ვიზამდი “ქართული ოცნების” ადგილზე, დარჩენილ ორ კვირაში და გუშინ ევრო-პარლამენტში გამართული დებატების მერე,თუ ნამდვილად მენდომებოდა კანდიდატის სტატუსის მონიჭება:
1.სასწარაფო წესით დავსხდებოდი ყველა პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად-საჯაროდ და შევთავაზებდი ერთობლივი განცხადების მიღებას, საქართველოს ევროპული გზისა და პერსპექტივის მხარდასაჭერათ,რომელსაც გავაგზავნიდი სასწარაფო წესით ყველა საჭირო ადგილზე.
2.საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან, გავაკეთებდი წარმომადგენლობით დელეგაციას, რომელიც მოივლიდა ყველა იმ დანიშნულების ადგილს,სადაც ჩვენი ბედი წყდება.
3.საქართველოს პარლამენტში მოვიწვვევდი უკრაინის პრეზიდენტს(ჩართვაზე)და იქ დავახვედრებდი უკრაინის მტკიცე და შეუვალ მხარდასაჭერ ერთობლივ რეზოლუციას,რომელიც არანაირ კითხვით ნიშნებს არ დატოვებდა 4.სასწრაფო წესით გავათავისუფლებდი უკვე ყველაგან პოლიტპატიმრათ აღიარებულ ნიკა გვარამიას(თუ მონდომებენ 10წ საქმეა).
5.თავიდან-ბოლომდე გავითვალისწინებდი სახალხო დამცველისა და იმ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციებს მ.სააკაშვილთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე თვეებია ითხოვენ, მისი მკურნალობის გაგრძელებას ევროპის რომელიმე იმ კლინიკაში,სადაც პასუხისმგებლობას აიღებენ მ.სააკშვილის ბოლომდე გამოჯანმრთელებაზე და ბოლოს(თან ხუთი არ გამომივა).
6.ხვალვე დავიწყებდი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას,სასამართლო ხელისუფლების ბოლომდე დეპოლიტიზირებისთვის,რომელსაც წლებია თავში გვიჩაჩქუნებენ ვისაც ჩენთვის კაი უნდა!
პ.ს ისე რომ იცოდეთ,2012 წელს მ.სააკაშვილმა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარების პროცესი და პრეცედენტი იმიტომ შექმნა,რომ ჩვენ ამ დღემდე მოვსულიყავით,როცა კარს გაგვიღებდნენ და გვეტყოდნენ,თქვენ უკვე ისწავლეთ და მობრძანდით ბატონებოო და პირადად მისგან მაქვს მოსმენილი, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის 2012 წლის 1 ოქტომბერს!(კრიტიკოსები ნუ შემომივარდებით რომ გადააბარა და ვისაც გადააბარა, იმიტომ ვართ ამ დღეშიო,აზრი არ აქ)” – პოსტს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დებუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა აქვეყნებს.