ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი მზია ამაღლობელის და ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც სენატორი სოციალურ ქსელში წერს, “ოცნება” ჟურნალისტების უკანონო დასჯას აგრძელებს.
“გრძელდება ჟურნალისტების, როგორიც მზია ამაღლობელია, უკანონო დასჯა “ქართული ოცნების” მიერ. დღეს ზედიზედ მე-100 დღეა რაც საქართველოს პრო-დემოკრატიული დემონსტრანტები ქუჩაში გამოდიან – ისინი, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები ახლავე უნდა გათავისუფლდნენ”. – წერს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი X-ზე.