გურიის მოამბე

ძლიერი საქართველო: ირაკლი კუპრაძე და პარტიის ახალგაზრდულის 3 წევრი დააკავეს

ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და პარტიის ახალგაზრდულის წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავეს.

“რეჟიმის მსახურმა პოლიციამ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე, ვარაზის ხევთან დააკავეს და წინასწარ მობილიზებული პატრულის სამი ეკუპაჟით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამ დროისთვის დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

“ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივიც ჩართო, სადაც ჩანს რომ მათთან პოლიციის ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ უფლება აქვთ გააჩერონ, შეამოწმონ, ნახონ მათ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.

კუპრაძემ პოლიციელებს ჰკითხა, რა საფუძვლით გააჩერეს მანქანა და უთხრა რომ პოლიტიკოსია. “რახან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, რამე პრივილეგიით სარგებლობთ?” – მიმართა პოლიციელმა კუპრაძეს რის შემდეგაც მისი და თანმხლები პირების გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights