კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალი არჩევნებია – ბენჟამინ ჰადიდი

კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალი არჩევნებია. ეს განცხადება საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ბენჟამინ ჰადიდმა საქართველოზე ინტერვიუ ევროსკოპს მისცა.

ფრანგი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ქმედებები, არქაული პოლიტიკით მუშაობა მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს და მოქალაქეების მიზნის მიღწევას ხელს უშლილს. საფრანგეთი ვერ მალავს უკმაყოფილებას არჩევნების გაყალბების, ძალადობის და დაშინების გამო.

საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. სერიოზულად გვაშფოთებს “ქართული ოცნების” ქმედებები, ვნახეთ გაყალბება, ძალადობა, დაშინება ბოლო არჩევნების დროს და მოვუწოდეთ ინკლუზიური დიალოგისკენ ერთიანობისთვის. ქართველები იმსახურებენ, რომ პტივი სცენ მათ ევროპულ მისწრაფებას, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებები, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის ევროპისკენ კარს ხურავს.

ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ჩვენ გამოვდივართ ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ოპოზიცია და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებისადმი პატივისცემა, რომელიც უარს იტყვის ნებისმიერი სახის ძალადობაზე, განსაკუთრებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთებული ვიყავით არალიბერალური ტენდენციის გამო. ამას ვეუბნებოდით “ქართულ ოცნებას” არამხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, არამედ ბოლო რამდენიმე წლის გაბმავლობაშიც, სამწუხაროდ, რომ ის აშორებს ქართველებს ევროპულ გზას. 

ჰადიდი შეეხო სანქციების საკითხსაც. ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მიზნობრივი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეცაა, მინისტრმა თქვა, რომ საკითხს განიხილავენ.

ეს არის ზომები რომლებსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, არსებობს ვარიანტები ევროპულ დონეზე და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნება მიუღებელი და ამას გარკვევით ვიტყვით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share