“ოლიგარქის განაჩენი….ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა….ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო”-მიხეილ სააკაშვილი

მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქის სასამართლოს მიერ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მისთვის განაჩენის გამოცხადებას წერილით ეხმაურება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან წაიკითხა.

“რამხელა სიურპრიზია – ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო; იმისთვის რომ პირველად და საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული, ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ რაც ვერაფერი მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური გარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია”, – წერია სააკაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share