„30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა სწორია, ახლა ჯერი პუტინზეა“ – შოლცი

გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის მხრიდან 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

შოლცი აღნიშნავს, რომ ახლა ჯერი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზეა.

 

30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია უკრაინის სამართლიანი მშვიდობისკენ. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და შეერთებული შტატების გვერდით და მივესალმებით ჯიდას წინადადებებს. ახლა პუტინის გადასაწყვეტია, – წერს შოლცი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share