2013-2024 წლებში ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 893 კომპანია დაარეგისტრირეს – TI

2013-2024 წლებში ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ აღემატება 1995- 2012 წლების მაჩვენებელს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, ბოლო 12 წელში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2003-2012 წლებში ჩინეთიდან 132 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი – 655 მლნ დოლარი.

1995-2012 წლებში საქართველოში 451 კომპანია დაარეგისტრირეს ჩინეთის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი – 1 893 კომპანია.

2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო (26 მლნ ექსპორტი, 614 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 3-ჯერ მეტი – 1 916 მლნ დოლარი (303 მლნ ექსპორტი, 1 613 მლნ იმპორტი).

2012 წელს ჩინეთიდან 7 633 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 12-ჯერ მეტი – 88 583 ვიზიტორი.

ჩინურმა კომპანიებმა ასობით მლნ დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს მთავრობის დაკვეთით.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია.

2023 წლის ივლისში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს,” – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

bpn.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share