ე.ს. პიჯაკების საქმეზე ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებას “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს:
“იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია – 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს – ქოცების სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!” წერს ნიკა გვარამია.შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.