ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, “ოცნების” წინააღმდეგ ინდივიადუალური სანქციები დააწესონ. ამის შესახებ მან სტრასბურგში საგანგებო სესიის შემდეგ ისაუბრა, სადაც განხილვის თემა საქართველოც იყო.
ევროდეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წევრებმა საკუთარი ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი დემონტრანტების წინააღმდეგ ძალადობენ, ევროპაში ვილებს და იახტებს ფლობენ, ამიტომ ეს ქონება მათ უნდა ჩამოერთვათ ან დაებლოკოთ.
მარკეტა გრეგოროვა საქართველოში შექმნილი კრიზისიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს და ეს ახალი, თავისუფალი არჩევნებია.
ევროკაშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ინდივიდუალურად დააწესონ ტარგეტირებული სანქციები. თუ სლოვაკეთი და უნგრეთი გლობალურ სანქციებს ვეტოს ადებენ, მაშინ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ვიცი, რომ ბალტიის ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს, მათ უნდა მიჰყვნენ წევრი სახელმწიფოებიც, რათა შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დემოკრატია საქართველოში. მოძალადეები, რომლებიც ძალადობენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათი შვილები ევროპის უნივერსტეტებში სწავლობენ, ფლობენ ვილებსა და იახტებს, ეს ყველაფერი მათ უნდა დაუბლოკონ ან ჩამოართვან. მათ უნდა დიანახონ შედეგები იმაზე, რასაც აკეთებენ და უბიძგებენ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ. თუ ჩვენ დავკარგავთ საქართველოში დემოკრატიას, მაშინ ჩვენ რეგიონის უმეტესობას ვკარგავთ და რჩება მოლდოვა და ნაწილობრივ სომხეთი. ჩვენ ვერ შევეგუებით საქართველოს დაკარგვას. კრიზისიდან გამოსვლის გზა ახლა ახალი არჩევნებია. ეს წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც.
ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ოპოზიციონერების ნაწილი დააპატიმრეს ან აკრძალეს, საუბარია მათ აკრძალვაზე. ასეთი სცენარის დროს დემოკრატიაზე საუბარი არ შეგვიძლია. როგორ აღადგენ დემოკრატიას? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, რაც არ ჩატარდა და ასე მოხდა ბელორუსიაშიც, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.