ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის 1 აპრილამდე დაენიშნათ.
შესაბამისი განკარგულებებით ირკვევა, რომ ეს პროცედურაა და დაცვის დანიშვნა ხელახლა მოხდა. ორივე პირი, სახელმწიფოს დასაცავ სიაში აქამდეც ჰყავდა.
დაცვა ორივე შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.
bm.ge