ლევან სანიკიძე სოცქსელში წერს:
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება ოპოზიციისგან ითხოვს იმას, რასაც ნამდვილად იმსახურებენ – თავდადებას, რაც არ გულისხმობს თავის დაწვას, ბენზინის გადასხმას, შიმშილობას ან მსხვერპლშეწირვას.მე და ჩემი ახალგაზრდა მეგობრები ჩვენ საქმეს ძალიან დიდი გულისყურით ვუდგებით. ნამდვილად არ გვინდა გავხდეთ ნახევრად-პოლიტიკოსები, რომელთა დიდი ნაწილისთვის პოლიტიკა უფრო ჰობია, ვიდრე ყოველდღიური საქმიანობა, რასაც საზოგადოება ცალსახად ხედავს.მე მორალს არავის ვუკითხავ, არც ვინმეს რამეს ვამადლი, რადგან ასეთია ჩემი არჩევანი. ყველას თავისი როლი აქვს: ზოგმა პარტიაში უნდა იმუშაოს, ზოგმა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკმარისი აღარაა. ამ ქვეყანაში არავის არც ერთი ოპოზიციონერის ვალი არ აქვს.პოლიტიკური ფიგურებისგან ხალხი ითხოვს მეტ სოლიდარობას, მათ შორის, სასამართლოში მეტ პროცესზე დასწრებას, რუსთაველის გამზირზე მეტ ხელმისაწვდომობას. რომ გაიგო რა უნდათ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს, პირველ რიგში იქ უნდა დადიოდე. მოკლედ, ამ გაზაფხულზე პოლიტიკური კლასის არსებითი, სისტემური გადატვირთვა უნდა მოხდეს, სადაც მიდგომები კარდინალურად უნდა შევცვალოთ, სხვანაირად გაგვიჭირდება.