ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, მეგი კობალაძე ამბობს, რომ 6 თვით ხელფასი შეუჩერეს

სსიპ – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 თვით ხელფასი შეუჩერეს.

“6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი, ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი?

ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის. ასეც ვიცოდი,” – წერს მეგი კობალაძე. 

მეგი კობალაძის მიერ გავრცელებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი “ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. სოციალურ სივრცეში დაწერა გაფიცვის შესახებ და ამავდროულად არ წარმოადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა”, რის გამოც შეუწყდა ხელფასი 6 თვის განმავლობაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share