რეჟიმი იმდენად არის შეშინებული, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის საფრთხის შემცველია – გიგა სოფრომაძე

მერიის შშმ პირთა საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა სოფრომაძე მიიჩნევს, რომ “რეჟიმი იმდენად არის შეშინებული, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის წარმოუდგენლად დიდი საფრთხის შემცველია.“

როგორც სოფრომაძემ გ განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ მათთვის დადჯომა და დალაპარაკება შეეთავაზებინათ, რეპრესიები დააანონსეს და სისრულეშიც მოიყვანეს.

“კანონები შეცვალეს ჩვენს გამო, რომ სამაგალითოდ დავსჯილიყავით“, – ამბობს სოფრომაძე.

”რეჟიმი, სისტემა, იმდენად არის შეშინებული, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის წარმოუდგენლად დიდი საფრთხის შემცველია. მათ რომ გონიერება ჰყოფნოდათ და დაბრმავებული არ იყვნენ ბრაზისა და ბოღმისაგან, შეეძლოთ ჩვენი განცხადება უბრალოდ გაენეიტრალებინათ და ეთქვათ, კი მეგობრებო, ჩვენც მაგ აზრზე ვართ, მოდი, რამე თუ ვერ გავიგეთ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. თუმცა, აკეთებენ პირიქით,  დღემდე არ გაჩერებულან, დაანონსეს რეპრესიები, ღიად ისაუბრეს ადამიანების სამსახურიდან გაშვებაზე, კანონები შეცვალეს ჩვენს გამო, რომ სამაგალითოდ დავსჯილიყავით” – განაცხადა სოფრომაძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share