შენს ქვეყანაში ცდილობენ გაქციონ მონად და მე პირადად, ამას არასდროს შევეგუები-თამთა კაჭახიძე

შენს ქვეყანაში ცდილობენ გაქციონ მონად და მე პირადად, ამას არასდროს შევეგუები,- ამის შესახებ მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, თამთა კაჭახიძემ  განაცხადა.

კაჭახიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი და ზუსტად იცოდა, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმას ღიად, არ აპატიებდნენ.

“მქონდა, მოლოდინი, რომ არ გვაპატიებდნენ განსხვავებული ზარის გამოთქმის ფაქტს, და ასევე ამის ღიად დაფიქსირებას“, – თქვა მან.

”გამოდის რომ განსხვავებული აზრი არ უნდა ისმოდეს საჯარო სამსახურებიდან და სწორედ ეს დააზიანებს ინსტიტუციებს, ამ ქვეყნის გამართულ მუშობას აუცილებლად შეეტყობა უახლოეს მომავალში. 

მინდა მივმართო ყველას, ადამიანებო, თქვენ გაღარიბებენ და ამით გიმონებენ და ერთხელ და სამუდმოდ უნდა მიხვდეთ, რომ ჩვენ ქვეყნის მტრები არ ვართ, ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა და ქვეყანა რომ არ გვიყვარდეს ჩვენს სამსახურს და კარიერას არ გავწირავდით უაზრო ფანტომებისადმი, რომელსაც გაჯერებენ რომ ასეა. ევროპული მომავალი რა არის? ევროპა ღირებულება და კანონის უზენაესობაა და მე, როგორც საჯარო მოხელეს, რომ არ მაქვს ხმის ამოღების უფლება, აი, ეს არის არაევროპული. 

ხალხო, ნუ გგონიათ, რომ სადღაც ეს გაჩერდება, უსამართლობას საზღვრები არ ექნება და თქვენც შეგეხებათ. 2012-13 წლებში მეც მეგონა არ შემეხობდა, მაგრამ დადგა ის დღე, როცა შემეხო.

მე მენანება ჩემი განვლილი წლები და დღეები, ქუჩაში, რომ ვიდექი და ვყვიროდი, სისტემა უნდა დაინგრეს. გავაგრძელებ ამ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა” – განაცხადა კაჭახიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share