ნინო გაბუნია და სოფო ვასაძე -“ახალი სახეები” ოზურგეთის მერიაში

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად, რომელი თანამდებობაც დღემდე ვაკანტური იყო, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, აწ უკვე ყოფილი მენეჯერი, სოფო ვასაძე დაინიშნება.

“გურიის მოამბე” ცდილობდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა ქალბატონმა სოფომ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ერთ ერთ განყოფილებას კი, ნინო გაბუნია – ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გენადი კიშინსკის მეუღლე-უხელმძღვანელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share