CPJ “FARA-ს” კანონის მეორე მოსმენით მიღებას გმობს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)  პარლამენტის მიერ “FARA-ს ანალოგი” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მეორე მოსმენით მიღებას გმობს და შეშფოთებას გამოხატავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პარლამენტი ეს კანონპროექტი კანონად მალე იქცევა, რაც დამოუკიდებელ მედიას საფრთხეს უქმნის.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვას მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 18 მარტს მეორე მოსმენით მიიღო უცხოური აგენტების კანონპროექტი, რომელიც კანონად, სულ მცირე, აპრილში იქცევა, რაც საქართველოს დამოუკიდებელ პრესას ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის”. – წერს CPJ.

CPJ-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდის თქმით, ქართულმა ოცნებამ “უცხოური აგენტების” კანონის ყველა ვარიანტზე უარი უნდა თქვას.

“CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის “ზუსტი ასლის” მეორე მოსმენით მიღებას. მზარდად ავტორიტარული მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ხელში, FARA-ს ზედმეტად ფართო დებულებებმა და სისხლის სამართლის სასჯელებმა შესაძლოა გააქროს დონორებზე დამოკიდებული პრესა და მედიის ადვოკატირების ჯგუფები. საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი ფორმის “უცხოური აგენტების” კანონი უნდა უარყოს”. – თქვა საიდმა

CPJ წერს, რომ ქართულ ოცნებას კომენტარისთვის დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

18 მარტს ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “FARA-ს ანალოგ” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” II მოსმენით მხარი დაუჭირეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share