“იუსტიციის მინისტრს ვუსმენთ.
მიშას გაუხმა თავი მართლა აი ამ ნაძირალა რატი ბრეგაძეს რომ სწავლა დაუფინანსა.
აი, რატი ბრეგაძემ ზუსტად უნდა იცოდეს რომ აუცილებლად პასუხს აგებს და ციხეში ჩაჯდება.” წერს ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე ფეისბუქზე.
საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს უსმენენ. წითლიძემ ამ სიტყვებით ბრეგაძეს სასესიო დარბაზშიც მიმართა, რასაც ბრეგაძის გაღიზიანება და დეპუტატის შეურაცხყოფა მოჰყვა: “ნუ საუბრობთ გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით” – უპასუხა ბრეგაძემ წითლიძეს.