“ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ტაძრებში. სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში და დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ, სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ”.
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.