ინფორმაცია ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრატჩუკმა გაავრცელა.
“ღამემ ოდესასა და რეგიონში დაბომბვის გარეშე ჩაიარა, თუმცა საჰაერო თავდასხმის სიგნალებით. თავდაცვის ძალები საიმედოდ აკონტროლებენ სიტუაციას, ასევე ახორციელებენ კონტრდივერსიულ სამუშაოებს… ჩვენ ვიცით, რომ მტერმა შავ ზღვაში პატრულირების მიზნით ოთხი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, რომლებიც საკრუიზო რაკეტებით, “კალიბრით” არიან აღჭურვილი. ამიტომ, სარაკეტო დარტყმის ალბათობა მაღალი რჩება”, – განაცხადა ბრატჩუკმა.
ბრატჩუკმა ასევე დაამატა, რომ საუბარია პროექტ “პალტუსის” რუსულ წყალქვეშა ნავებზე, რომლებსაც შეუძლიათ რაკეტების გაშვება 50 მეტრამდე სიღრმიდან, რაც რადარებს და თანამგზავრებს არ აძლევს მათი ეფექტურად დაფიქსირების საშუალებას.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე მოუწოდა რეგიონის მოსახლეობას, 23-24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, დაიცვან საჰაერო უსაფრთხოებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნები.