დღეს, 22 მარტს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია

პროტესტის 115-ე დღე საქართველოში – ცნობილია თბილისსა და რეგიონებში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი.

 

თბილისი:

19:00 საათზე, აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“;
20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან;
20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება.
გორი:

საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ახალციხე:

18:00 საათზე, აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმი:

19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“.
ზუგდიდი:

18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“.
თელავი:

19:00 საათზე, მერიის წინ.
ქუთაისი:

19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით – „კი ევროპას, არა რუსეთს!“.
ჩხოროწყუ:

20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია – „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share