ზურაბიშვილის მიმართვა: 31 მარტს ყველანი ერთად შევხვდებით

31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას“, – ამბობს ზურაბიშვილი.

”31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, უარი ვუთხარით საბჭოთა დროს და კი ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – აცხადებს ზურაბიშვილი მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისში მასშტაბური აქციაა დაგემილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share