ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთი საქართველოში წარმატებას მიაღწევს, ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო აგრესია, სამხედრო შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად, „მას უბრალოდ შეუძლია გამოიყენოს, მისთვის ბევრად ნაკლებ ფასად, ჰიბრიდული ომი, საარჩევნო მანიპულაცია, ეკონომიკური იძულება და შიდა კონტროლის დაწესება დემოკრატიული მთავრობების მოსაშორებლად და მათი ავტორიტარული პროექტებით ჩასანაცვლებლად“.
„ის ახალ ნიადაგს სინჯავს საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა, როდესაც ცდიდა სამხედრო აგრესიას. თუ აღმოჩნდება, რომ წარმატების მიღწევა იოლია და ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომის ძალიან გაურკვეველი საკითხი, რომელიც რუსეთს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა, რუსეთი აუცილებლად განავრცობს მის ახალ სტრატეგიას ქვეყნებზე, სადაც ის უკვე გარკვეულ წინასწარ ტესტებს ახორციელებს და ესენია რუმინეთი და მოლდოვა. ისინი შეეცდებიან ეს გამოიყენონ უკრაინის არჩევნებში, რაც, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს და მისცეს რუსეთს ის, რისი მოპოვებაც მან ამ აგრესიული ომის საშუალებით ვერ შეძლო“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.