ელენე ხოშტარია თავისუფალია

ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს – პოლიტიკოსი პირველ კომენტარს  აკეთებს.

“მოულოდნელად, მითხრეს, თავისუფალი ხარო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს” – ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს.

შსს ხოშტარიას საპასუხოდ ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ხოშტარიას „თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share