ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს – პოლიტიკოსმა დეტალურად ისაუბრა იმ ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, რომელსაც პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორის შესახლებისას მასზე განხორციელდა.
მისი თქმით, ახლა მთავარია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებმა ღიად ისაუბრონ.
”კახეთის გზატკეცილზე, განყოფილებაში პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ – ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, სახეზე შემეხნენ. შემდეგ კი აქ, დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაატარეს სამარცხვინო და დამამცირებელი პროცედურა. გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს, ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.
იქ იყო ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი , რომელმაც მითხრა, რომ უნდა გაგჩხრიკოთ. ვუთხარი, რომ ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ, მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ, ამის შემდეგ, გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და “ვეიპი” მქონდა და ამის ამოგლეჯისას კბილები, სახეზე, იყო პირდაპირი ძალადობა, იყო ცინიკური დამოკიდებულება
მე არაფერი არ დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ეს იციან მათაც, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ თანამოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან, ამიტომ ვსაუბრობ სახელით და გვარებით და სხვებმაც უნდა გვითხრან” – აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მაღალი წნევა და ღებინების ეპიზოდი აღენიშნებოდა, თუმცა ის არ გაუშვეს საპირფარეშოში.
”ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა, მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან” – დასძენს პოლიტიკოსი.