კვიციანი: სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე

სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე, მეც და ნებისმიერი სხვაც, ვისაც დანაშაული მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. აი, მაშინ იქნება სამართლიანობა, – ამის შესახებ ემზარ კვიციანმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კვიციანის მტკიცებით, “2006 წლის ივნისში სააკაშვილი პუტინს შეხვდა და სწორედ იქ დაგეგმეს ყველაფერი.“

ეს იყო კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, 2006 წლის 13 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს, სააკაშვილი და პუტინი, ქალაქ სოჩაში, იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. მე 8 წელი ვიყავი რუსეთში და ძალიან ბევრი რამ გავიგე, თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის კურსში არ იქნებოდნენ. არ მგონია გოგავასაც, ან რომელიმე სარდალს რმე სცოდნოდა მაგის შესახებ, რადგან ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყურაშვილიც იმიტომ იღებს თავის თავზე, რადგან მახსოვს ქალბატონი თეას გამოსვლა, რომ სამხედროებს ჩვენ არ ვერჩით, პაუსიხმგებლობის წინაშე არ დავაყენებთო. სამხედროც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე, მეც და ნებისმიერი სხვაც, ვისაც დანაშაული მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. აი, მაშინ იქნება სამართლიანობა, მერე რა რომ “პაგონები“ აქვს, მერე რა რომ ჯარისკაცია“,- თქვა კვიციანმა.

“ოცნების“ წევრები ემზარ კვიციანს, თითქმის, 2 საათი უსმენდნენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share