საია აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომის ეტაპს აფასებს.
საიას ცნობით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა (მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს – 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით) 64-ია.
მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე პირის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ათიდან რვას ე.წ. საპატიმრო სასჯელი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 1 ამ დროისთვის აქციების კონტექსში ბრალდებულთა უმრავლესობა, რომელთაც პირველივე ეტაპზე პატიმრობა შეეფარდა (46 პირიდან 40) პატიმრობაში რჩება. ამ საქმეებმა გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი და ყველა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, – განაცხადეს საიაში.
საია წინასასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგად გამოკვეთილ პრობლემებზეც საუბრობს, კერძოდ:
მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა და სხვა.
მართალია, რომ სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება
სასამართლომ ჯამში 40 ბრალდებულიდან ვერც ერთის მიმართ ვერ დაინახა პატიმრობის გაუქმებისა ან/და მათთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რისკები.
სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის ინიციატივაა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგაშოდ აფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის სხდომებზე, ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ეტაპისთვის ისედაც პრობლემურია ინტერნეტ-მედიების მიერ სასამართლო სხდომების გაშუქება, რაც „საინფორმაციო ქსელების ცენტრს“ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც მის ინტერესებს საია წარმოადგენს”,- ნათქვამია განცხადებაში.