დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის. ამას აქვს თავისი მიზეზი. მე გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება, ცუდი განვითარებაა, რაც ჩამოვთვალე: ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, სირცხვილიას, დროას და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების დაფინანსება არის ცუდი განვითარება.
ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში, ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი.