ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ახალ შიმშილობას იწყებს.
“მე, “ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების, “ჩვენებურების” “ბელად”, ახმედ მელაშვილს. რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე სიმბოლურია, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლდარობას გიორგი ჩიკვაიძეს. ჩემგან განსაკუთრებული ომკითხვა “ავტოფაგიის ოსტატს”, აფგან მუხთარლის. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე. ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია. “არასდროს, არასდროს არ დანებდე!”, – წერია ქათამაძის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 48-დღიანი შიმშლობა ქათამაძემ 5 მარტს შეწყვიტა. მანამდე ქათამაძე კლინიკა “ვივამედში” ჰყავდათ გადაყვანილი.