15 გასაოცარი ფაქტი რემბრანდტის შესახებ, რომელიც არ იცოდით

გე­ნი­ა­ლუ­რი ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის, რემ­ბრან­დტის ნა­ხა­ტებს მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ მუ­ზე­უ­მებ­ში თუ ნა­ხავთ. მისი ხატ­ვის უნი­კა­ლურ­მა სტილ­მა უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და მიმ­ბაძ­ვე­ლი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვერ შე­ედ­რე­ბა დი­დე­ბუ­ლი მხატ­ვრის ოს­ტა­ტო­ბას. რემ­ბრან­დტ ჰარ­მენს ვან რე­ი­ნის ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით. ცხოვ­რე­ბის ერთ ეტაპ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი, თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის ბო­ლოს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და გა­კოტ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მან ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­როს არა­ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ნა­მუ­შე­ვა­რი აჩუ­ქა.

გთა­ვა­ზობთ 15 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს რემ­ბრან­დტის ცხოვ­რე­ბი­დან:

1. მხატ­ვარს ცხრა და-ძმა ჰყავ­და. ამას­თან, ის ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი იყო.

2. ასაკ­თან ერ­თად რემ­ბრან­დტის მხედ­ვე­ლო­ბა უა­რეს­დე­ბო­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის არ ნებ­დე­ბო­და და ხატ­ვას აგ­რძე­ლებ­და.

3. რემ­ბრან­დტის ნა­ხა­ტი „ღა­მის გუ­შა­გი“ ჭვარტლის გამო ჩაბ­ნელ­და. 1947 წელს რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ტი­ლო­ზე ასა­ხუ­ლი იყო დღე და არა ღამე.

4. რემ­ბრან­დტ­მა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 600 ფერ­წე­რუ­ლი ტილო, 300-ზე მეტი გრა­ვი­უ­რა და უამ­რა­ვი ნა­ხა­ტი შექ­მნა.

5. რემ­ბრან­დტის ნა­ხა­ტი „ია­კობ დე ჰეინ III-ის პორ­ტრე­ტი“ ოთხჯერ მო­ი­პა­რეს. ყო­ველ ჯერ­ზე მას პო­უ­ლობ­დნენ და უკან აბ­რუ­ნებ­დნენ. ამის გამო ნა­ხატს „Take-away Rembrandt“ შე­არ­ქვეს.

6. მეტი ფუ­ლის შოვ­ნის მიზ­ნით, მხატ­ვა­რი სხვა­დას­ხვა­ნა­ირ ხრიკს მი­მარ­თავ­და. ერთხელ ჩუ­მად წა­ვი­და სხვა ქა­ლაქ­ში ერთი თვით, მის­მა ცოლ­მა კი ის გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ამ სი­ახ­ლემ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან აა­ღელ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­ფა­სებ­ლე­ბი კი ჩქა­რობ­დნენ მისი ნა­ხა­ტე­ბის შე­ძე­ნას.

7. რემ­ბრან­დტს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ სამი მათ­გა­ნი ჩვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ღუ­პა. მე­ო­თხე ვაჟი 27 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მხატ­ვრის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო.

8. რემ­ბრან­დტის „და­ნაე“, რო­მე­ლიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ერ­მი­ტაჟ­ში ინა­ხე­ბა, ერთხელ და­ნით და­სე­რეს და მჟა­ვა შე­ას­ხეს. ამ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ ტი­ლოს რეს­ტავ­რა­ცი­ას თით­ქმის 20 წელი დას­ჭირ­და. ის დამ­ცა­ვი ბრო­ნი­რე­ბუ­ლი შუ­შის მიღ­მა მო­ა­თავ­სეს.

8. იმის­თვის, რომ პორ­ტრე­ტებ­ზე თმე­ბი რე­ა­ლის­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, მხატ­ვა­რი ფუნ­ჯის ტა­რით კაწ­რავ­და სა­ღე­ბავს, სა­ნამ ის ბო­ლომ­დე გაშ­რე­ბო­და. ეს ხერ­ხი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას უფრო მო­ცუ­ლო­ბითს აჩენ­და.

9. რო­გორც წესი, მხატ­ვრე­ბი ტი­ლო­ზე ხატ­ვას წინა ნა­წი­ლი­დან იწყე­ბენ, რემ­ბრან­დტი კი პირ­ველ რიგ­ში ყო­ველ­თვის ფონს ხა­ტავ­და.

10. ცო­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მხატ­ვა­რი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა, რად­გან მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცო­ლის­გან და­ტო­ვე­ბულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და­კარ­გავ­და.

11. რემ­ბრან­დტის წი­ნაპ­რე­ბი მდი­ნა­რე „რე­ინ­ზე“ წის­ქვი­ლებს ფლობ­დნენ, სწო­რედ აქე­დან მო­დის მხატ­ვრის გვა­რი – „ვან რე­ი­ნი“.

12. რემ­ბრან­დტი სწავ­ლობ­და ად­გი­ლებს, რომ­ლებ­საც ვე­რა­სო­დეს ნა­ხავ­და და ხა­ტავ­და ქა­ლა­ქებს, სა­დაც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. მან და­ა­კო­პი­რა ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის „სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა“, და­ხა­ტა იტა­ლი­ი­სა და ლონ­დო­ნის პე­ი­ზა­ჟე­ბი.

13. რემ­ბრან­დტ­მა 100-ზე მეტი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი შექ­მნა. არ­ცერთ სხვა მხატ­ვარს არ და­უ­ხა­ტავს ამ რა­ო­დე­ნო­ნის სა­კუ­თა­რი თავი. ავ­ტო­პორ­ტრე­ტებ­ზე ის სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და: შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი თუ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი.

14. რემ­ბრან­დტი ვერ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და თა­ვი­სი ცო­ლის, სას­კი­ას, პორ­ტრე­ტე­ბით, მისი ქალღმერ­თად გა­დაქ­ცე­ვა სურ­და. სას­კია ხან ფლო­რა, ხან იტა­ლი­უ­რი სოფ­ლის ღვთა­ე­ბა იყო, ხა­ნაც ფრან­გუ­ლი მო­დის შე­სა­ფე­რი­სად გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ზი­რებ­და შლა­პით მხატ­ვრის ტი­ლო­ებ­ზე.

15. შუქ-ჩრდი­ლის თა­მაშს ნა­ხა­ტებ­ზე სხვა მხატ­ვრე­ბიც იყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ აკე­თებ­და ამას ისე თან­მიმ­დევ­რუ­ლად და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად, რო­გორც რემ­ბრან­დტი. მისი ნა­ხა­ტე­ბი ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი და ბუნ­დო­ვა­ნია, სავ­სეა თავ­სა­ტე­ხე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით, რაც მხო­ლოდ ხე­ლო­ვან­თა ფერ­წე­რულ ენა­ში არ­სე­ბობს.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share