ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც საარჩევნო რეფორმის განხილვის სამუშაო შეხვედრას ესწრება, ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორი უფრო “ამბიციურ პროექტს ელოდებოდა”. პროექტის გაცნობის შემდეგ, მენაბდე ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანად, ისევ ძალაში რჩება მათი რეკომენდაციები.
- “პირველი, ესაა საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი დაკომპლექტება, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას. ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ვერ უნდა დაინიშნონ ცესკოს წევრები;
- მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ესაა პროპორციული ასპექტის მეტად გაზრდა, ვიდრე ესაა წარმოედგენილ პროექტში;
- მესამე ეხება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პერიმეტრს, სადაც დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხები. ჩვენი რეკომენდაციაა 100 მეტრი, ეს მოცემულია პროექტშიც, უბრალოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ არ შეიძლება იყოს ამ 100 მეტრის რადიუსში. აქ მთავარია ის, რომ არ უნდა აიყვნენ პერიმეტრში ისეთი ადამიანები, ვინც არაა ნებადართული. მედია, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პარტიების წარმომადგენლები შეიძლება, იყვნენ. დანარჩენი, გაურკვეველი ადამიანები არ უნდა იყვნენ არც აღრიცხვისთვის, არც მიტინგისთვის და არც რაიმე სხვა რამისთვის”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.