რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა – ექიმი ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “რუსეთს ივანიშვილი აღარ დასჭირდება, როდესაც უკვე კობახიძე ჰყავს”.
”ხუმრობით ვიტყვი. ბატონ ირაკლი კობახიძეს, ჩემი აზრით, 28 ნოემბრის შემდეგ ყველაფერი ეპატიება. თუ დღეს “ოცნება” ეძებს ლიდერებს, მე შემიძლია “ოცნებას” ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც 28 ნოემბერს მუხტი მოგვცა, რომ გამოვსულიყავით ქუჩაში. ალბათ, ხვალ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაზე ბრძოლა. რუსეთს ივანიშვილი აღარ დასჭირდება, როდესაც უკვე ირაკლი კობახიძე ჰყავს, რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლება თავის ხელში. ჩვენ ვიბრძვით არამარტო მსოფლიოსთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, არამედ ვიბრძვით იმ 89 გამყიდველი დეპუტატის გადარჩენისთვისაც, რომ მოვაბრუნოთ საქართველოსკენ”. – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.