კობახიძე სანქციებზე: ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლის სანქციის ტოლფას ზომებს

”ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა. ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულების და ყოველგვარი ფაქტის გარეშე, ადამიანებს უფარდებენ ფაქტობრივად სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ბრიტანეთმა გამოიარა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო”-

ამბობს  ირაკლი კობახიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share