ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე, მოლდაველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა:

„ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას იყენებს ბოროტად, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი.

ივანიშვილის სანათესავო რომ უკვე უკრაინაში სანქციის ქვეშ არის მოყოლილი, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ევროკავშირი და აშშ“, – აცხადებს ენმ-ს წევრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share