მდიდარი ფენა ჩინეთს ტოვებს: სი ძინპინი მმართველი კომუნისტური პარტიის სათავეში დარჩა, ბიზნესი ტოტალური კონტროლის დაწესების მოლოდინშია

23 ოქ­ტომ­ბერს ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მე-20 ყრი­ლო­ბა დას­რულ­და, რო­მელ­ზეც გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტზე მე­სა­მე, 5-წლი­ა­ნი ვა­დით კვლავ სი ძინ­პი­ნი აირ­ჩი­ეს.

თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში მან ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გაც ერ­თგვა­რად “და­მუხ­რუჭ­და“.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ასე­თია:

პან­დე­მია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნუ­ლო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ კო­ვი­დის ყო­ვე­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, კა­რან­ტინ­ში გა­და­დის სრუ­ლი­ად ქა­ლა­ქი და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­რე­სამ­ყა­როს­გან იზო­ლირ­დე­ბა;

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი – ჩი­ნე­თის­თვის, ამ ომის მთა­ვა­რი უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი და­სავ­ლეთ­თან კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბაა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკვე და­ი­ძა­ბა ჰონგ კონ­გში თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის ჩახ­შო­ბი­სა და ტა­ი­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი რი­ტო­რი­კის გამო. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს მე­ო­რა­დი სან­ქცი­ე­ბის­გან, რად­გან ჩი­ნე­თი რუ­სეთს მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად უჭერს მხარს, მაგ­რამ არა ია­რა­ღით და ფუ­ლით. ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ვერ გა­ა­უქ­მა ტრამ­პის დროს და­წე­სე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი, მაგ­რამ გამ­კაცრ­და აკ­რძალ­ვე­ბი ჩი­ნეთ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ;

ერთი შვი­ლის პო­ლი­ტი­კა – აკ­რძალ­ვამ ერ­თზე მეტი შვი­ლის ყო­ლის თა­ო­ბა­ზე, ჩი­ნე­თი და­ბე­რე­ბულ ქვეყ­ნად აქ­ცია. ახალ­გაზ­რდებ­ში კი რე­კორ­დუ­ლი უმუ­შევ­რო­ბა თით­ქმის 20%-ია. ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ და ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ამ, რო­გორც ზრდის მა­მოძ­რა­ვე­ბელ­მა, ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი თავი. ყვე­ლა, ვი­საც შე­ეძ­ლო და სურ­და, დიდი ხნის წინ გა­და­ვი­და სოფ­ლი­დან ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც უკვე ჩი­ნე­ლე­ბის 60%-ზე მეტი ცხოვ­რობს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც აკ­ლდა მრეწ­ვე­ლო­ბას, ენერ­გე­ტი­კას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და უძ­რავ ქო­ნე­ბას, უკვე აშე­ნე­ბუ­ლია. სი­ღა­რი­ბის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი მი­წო­დე­ბის უფსკრუ­ლი და­ი­ფა­რა და ახა­ლი მო­თხოვ­ნის შექ­მნის ტემ­პი გა­ცი­ლე­ბით ნე­ლია.

თა­ვის გა­მოს­ვლა­ში, ჩი­ნე­თის ლი­დერ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის ტა­ი­ვან­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უარ­ყო.

მოკ­ლედ რომ ით­ქვას, ახლა ჩი­ნეთს “ოქ­როს ხანა” ნამ­დვი­ლად არ უდ­გას. 10 წლის წინ, რო­დე­საც ძინ­პი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, ჩი­ნე­თი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ქვე­ყა­ნა იყო პლა­ნე­ტა­ზე. 2010 წელს მან გა­და­უს­წრო ია­პო­ნი­ას და გახ­და მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­რე ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის გა­ორ­მა­გე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

ახა­ლი ერა კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში დგას, ბევრ სი­ახ­ლეს სუ­ლაც არ გუ­ლის­ხმობს, რად­გან ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და კო­მუ­ნის­ტუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტია ცდი­ლობს, თა­ვის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალ­ში მო­აქ­ცი­ოს ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა და თუ წლე­ბის წინ ბიზ­ნესს ის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებ­და, ამ­ჯე­რად ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მკვეთ­რად შე­ი­ზღუ­და.

მდი­და­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის ავ­ტო­რე­ბი პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ში­შით ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბაც და საქ­მი­ა­ნო­ბაც სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ი­წყონ, რად­გან მსოფ­ლი­ოს სი­დი­დით მე­ო­რე ეკო­ნო­მი­კის მო­მავ­ლის ბევ­რს აღარ სჯე­რა.

ევ­რო­პე­ლი ად­ვო­კა­ტი, დე­ვიდ ლეს­პე­რან­სი, რო­მელ­საც ჰონგ – კონგსა და ჩი­ნეთ­ში მდი­დარ ოჯა­ხებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ამ­ბობს, რომ ძინ­პი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ვა­დით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლია ქვეყ­ნის ბიზ­ნეს ელი­ტის­თვის, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იყო.

მან დას­ძი­ნა, რომ ჰონგ-კონ­გი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი იყო ჩი­ნე­თის მდი­და­რი და ელი­ტა­რუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის, ბოლო დროს სულ უფრო ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა, რად­გან პე­კინ­მა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრო­ლი გა­აძ­ლი­ე­რა და ეს პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამ ფე­ნა­ზე აი­სა­ხა.

ლეს­პე­რან­სის თქმით, მის­მა ბევ­რმა კლი­ენ­ტმა წლე­ბი გა­ა­ტა­რა ჩი­ნე­თი­დან წას­ვლის­თვის მზა­დე­ბა­ში, ლე­გა­ლუ­რად გა­და­ი­ტა­ნა კა­პი­ტა­ლი უსაფრ­თხო ოფ­შო­რულ იუ­რის­დიქ­ცი­ებ­ში და თა­ვის­თვის და თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და ახა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩი­ნე­თის გა­რეთ მო­ძებ­ნა.

  • მათ უმე­ტე­სო­ბას არა მხო­ლოდ აწუ­ხებს სიმ­დიდ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც არა­ფორ­მა­ლურ “სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის“ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს ჩა­ა­ნაც­ვლებს, ისი­ნი ასე­ვე სულ უფრო მე­ტად ზრუ­ნა­ვენ თა­ვი­ან­თი პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, თუნ­დაც ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ.

ეს ში­შე­ბი კი ბოლო წლებ­ში უფრო გაღ­რმავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი “წო­ნი­ა­ნი“ ადა­მი­ა­ნე­ბის ქვეყ­ნი­დან დრო­ე­ბი­თი ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ. მათ შო­რის არი­ან Alibaba-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეკ მა, ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი პენგ შუაი, ელი­ტა­რუ­ლი ფი­ნან­სის­ტი სიაო ძი­ან­შუა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტი უიტ­ნი დუ­ა­ნი.

შან­ხა­ი­სა და პე­კი­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო ფირ­მე­ბი კი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და გა­ნა­ცხა­დე­ბი ამე­რი­კის “მწვა­ნე ბა­რა­თებ­ზე“…

ჩი­ნეთს აქვს გი­გან­ტუ­რი ზრდის რე­ზერ­ვე­ბი. მა­ში­ნაც კი, თუ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სწრა­ფად არ მოგ­ვარ­დე­ბა, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჩი­ნე­თი წე­ლი­წად­ში 4%-ით გა­იზ­რდე­ბა. ამ ტემ­პით ის გა­უს­წრებს და გა­და­ა­ჭარ­ბებს აშშ-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მით მხო­ლოდ მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლის შუა რი­ცხვებ­ში.

ჩი­ნე­თი ცდი­ლობს გა­ა­ფარ­თო­ვოს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო და აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ზღვარ­გა­რეთ. მას აქვს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჯარი, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და ად­გი­ლი გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში.

თუმ­ცა, მის­თვის და­სავ­ლეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცია მა­ინც რთუ­ლია. ჩი­ნე­თის მშპ და­ახ­ლო­ე­ბით 20 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, ანუ გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის და­ახ­ლო­ე­ბით 20%. აშშ-ს აქვს 25%, ხოლო ზო­გა­დად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს – 60%.

”ეს კარ­გი ამ­ბა­ვია სი-სთვის, მაგ­რამ ცუდი ამ­ბა­ვი ჩი­ნე­თის­თვის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის” – გა­ნა­ცხა­და ყრი­ლო­ბის შემ­დეგ სტივ ცან­გმა, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის SOAS China-ს ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა.

“ის­ტო­რია ძა­ლი­ან ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პრობ­ლე­მა ქმნის პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას“, – ამ­ბობს იორ­გენ მო­ლე­რი, და­ნი­ის ორ­ჰუ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ექ­სპერ­ტი.

“სი ძინ­პინს სურს ნათ­ლად აჩ­ვე­ნოს, რომ ის არ­სად წავა და ხალ­ხმა არ უნდა და­ხარ­ჯოს დრო იმის ვა­რა­უდ­ში, თუ ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი“, – ამის თა­ო­ბა­ზე კი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­კოს­მა რანა მი­ტერ­მა ისა­უბ­რა.

ძინ­პინს კი მხო­ლოდ ხუთი წელი აქვს ყვე­ლა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა მას არ ჰპირ­დე­ბა უვა­დო მმარ­თვე­ლო­ბას. ხუთი წლის შემ­დეგ კი­დევ ერთი ყრი­ლო­ბა და ისევ ფა­რუ­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბა პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share