ქართველი პრინცესა და აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი – საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის შესახებ

ქართველი პრინცესა და აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი - საინტერესო დეტალები გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის შესახებ

გურ­ჯი ხა­თუ­ნი (იგი­ვე თა­მა­რი) თა­მარ მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­და­ნის ასუ­ლი იყო, რო­მე­ლიც 13 წლი­სა რუ­მის სულ­თან­ზე გა­ა­თხო­ვეს და კო­ნი­ა­ში გა­ამ­გზავ­რეს. ასე გახ­და ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­სა ყიას-ედ-დინ ქე­ი­ხოს­რო­ვის მე­უღ­ლე და სელ­ჩუ­კე­ბის დე­დო­ფა­ლი.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, სულ­თანს ისე ძლი­ერ შე­უყ­ვარ­და მე­უღ­ლე, რომ სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებ­ზე ზრუნ­ვას თავი და­ა­ნე­ბა და მთელ დროს სა­სახ­ლე­ში ატა­რებ­და ცოლ­თან ერ­თად. ამ­ხე­ლა იმ­პე­რი­ის მოვ­ლა კი პირ­ველ ვა­ზირს მი­ან­დო.

ხალ­ხმა დე­დო­ფა­ლი ტახ­ტზე დაბ­რძა­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. გურ­ჯი-ხა­თუნს მა­ლე­ვე გა­უ­ცია ბრძა­ნე­ბა, რომ პური გა­ე­ი­ა­ფე­ბი­ნათ, უმ­წე­ო­ე­ბის­თვის კი უფა­სოდ და­ე­რი­გე­ბი­ნათ. მან­ვე და­ა­არ­სა პუ­რის ბა­ზა­რი, რომ­ლის მუ­შა­ო­ბას თა­ვად აკონ­ტრო­ლებ­და. იგი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ მარ­თვა­ში.

თა­მარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა სულ­თან­მა ყვე­ლა ცოლი მი­ა­ტო­ვა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჰყავ­და. შუ­რის დაბრმა­ვე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ცოლ­მა ამის გამო თა­მა­რის მო­წავ­ლაც კი სცა­და. დე­დო­ფა­ლი ბეწ­ვზე გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. სულ­თან­მა დამ­ნა­შა­ვე მა­შინ­ვე მო­აკ­ვლე­ვი­ნა. ამ ამ­ბის შემ­დეგ მან დე­დოფ­ლის სა­ხელ­ზე ფუ­ლის მოჭ­რა გა­და­წყვი­ტა. სულ­თანს ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ მო­ნე­ტა­ზე გურ­ჯი-ხა­თუ­ნის სახე აღე­ბეჭ­და, თუმ­ცა სა­მე­ფო კარ­ზე დი­დად გან­რის­ხდნენ იმის გამო, რომ ფულ­ზე ადა­მი­ა­ნი უნდა გა­მო­ე­სა­ხათ და თა­ნაც ქალი, მაგ­რამ სულ­თან­მა გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც მო­ნა­ხა და ისე­თი დირ­ჰე­მი მოჭ­რა, რო­მელ­საც ის­ლა­მი კრძა­ლავ­და.

ხურ ი ში­დის ემბლე­მას მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს, მაგ­რამ ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ სხი­ვო­სა­ნი მზე გურ­ჯი-ხა­თუ­ნია, ხოლო ლომი კი სულ­თან ქა­ი­ხუს­რე­ვის სიმ­ბო­ლოა.

თა­მა­რი მშვი­დად ცხოვ­რობ­და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში მა­ნამ, სა­ნამ სა­კუ­თარ­მა დე­დამ საფრ­თხე­ში არ ჩა­აგ­დო. ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­დან დე­დოფ­ლის მზაკ­ვრულ­მა წე­რილ­მა შეც­ვა­ლა. მან ქა­ლიშ­ვილ­თან და სი­ძეს­თან ძმის­წუ­ლი, ლა­შას ძე – და­ვი­თი გაგ­ზავ­ნა და მისი მოკ­ვლის თხოვ­ნით წე­რი­ლიც გა­ა­ტა­ნა. სულ­თნის სა­მე­ფო კარ­ზე და­ვი­თი ძა­ლი­ან შეჰ­ყვა­რე­ბი­ათ. სულ­თან­მა და დე­დო­ფალ­მა არ აას­რუ­ლეს მისი მოკ­ვლის ბრძა­ნე­ბა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა რუ­სუ­დან­მა არაფ­რად ჩა­აგ­დო დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ძეს მის­წე­რა, რომ და­ვითს და გურ­ჯი-ხა­თუნს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. სულ­თან­მა და­ი­ჯე­რა ცო­ლის დე­დის სი­ტყვე­ბი, ცოლი თმით ათ­რია, უმო­წყა­ლოდ სცე­მა და ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმა აი­ძუ­ლა.

თა­მა­რი ეზი­ა­რა არა ორ­თო­დოქ­სულ ის­ლამს, არა­მედ მის სუ­ფი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას – მევ­ლე­ვი­ო­ბას, რომ­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი მევ­ლა­ნა – აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა დრო­ის უდი­დე­სი მო­აზ­როვ­ნე ჯა­ლალ-ედ დინ რუმი იყო.

გურ­ჯი-ხა­თუ­ნი მთე­ლი არ­სე­ბით მი­ენ­დო მას. მევ­ლა­ნა დე­დოფ­ლის სუ­ლი­ე­რი მამა გახ­და. მევ­ლე­ვი­ო­ბა არ მო­ი­თხოვ­და გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბას. გურჯ-ხა­თუნს შე­ეძ­ლო ქრის­ტი­ა­ნად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ისე გაჰ­ყო­ლო­და მევ­ლა­ნას მო­ძღვრე­ბას.

მევ­ლა­ნა და გურ­ჯი-ხა­თუ­ნი და­მე­გობ­რდნენ. დე­დო­ფა­ლი მევ­ლა­ნას მიმ­დევ­რე­ბის ქო­მა­გი და შემ­წე იყო. სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა მევ­ლა­ნას პორ­ტრე­ტი, რო­მელ­მაც დღემ­დე მო­აღ­წია. სუ­ლი­ე­რი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თა­მარ­მა უძ­ვირ­ფა­სე­სი აკ­ლდა­მა აა­გე­ბი­ნა და 1274 წელს არ­ქი­ტექ­ტორ ბეჰ­რე­თინ თავ­რი­ზელს მო­ა­ხატ­ვი­ნა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ Time2travale-თან პარტნი­ო­რო­ბით გაძ­ლევთ უნი­კა­ლურ შანსს, იმოგ­ზა­უ­როთ კა­პა­დო­კი­ის, ან­კა­რი­სა და კო­ნი­ის ტურ­ში, სა­დაც მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ „გურ­ჯი ხა­თუ­ნის“ ავ­ტო­რი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი და გი­ამ­ბობთ სა­ო­ცარ ამ­ბებს, რაც თქვენ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს. რო­გორც მწე­რა­ლი ამ­ბობს, ეს ტური იძ­ლე­ვა არჩვე­უ­ლებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ი­მი­სოდ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლონ ან­კა­რას, კა­პა­დო­კი­ი­სა და კო­ნი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი:

„გარ­და იმი­სა, რომ კო­ნი­ას მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს, სამ­ყა­რო, სა­დაც და­ი­ბა­და აღ­მო­სავ­ლე­თის პო­ე­ზი­ის დიდი ვარ­სკვლა­ვი -ჯა­ლალ ედ-დინ რუმი. ვნა­ხავთ ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გურ­ჯი-ხა­თუნ­თან, რო­მე­ლიც იყო სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა, რო­გორც მმარ­თვე­ლი. გურ­ჯი-ხა­თუ­ნის ქუჩა ახ­ლაც არ­სე­ბობს კო­ნი­ა­ში. ტური და­გეგ­მი­ლია ასე­ვე კა­პა­დო­კი­ა­შიც, სა­დაც არის მისი ფრეს­კა. მარ­შრუ­ტი ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ ვნა­ხავთ ან­კა­რა­საც. ეს არის გა­და­სა­რე­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ნა­ხონ ან­კა­რა, კა­პა­დო­კია და კო­ნია, გურ­ჯი-ხა­თუ­ნის რე­ზი­დენ­ცია.“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share