“8 წლის უკრაინელი ბიჭი…რომლის მამა და ფეხმძიმე დედა რუსულ ჭურვებს ემსხვერპლა…შეუპოვრობის, სიმამაცის და გამარჯვების ახალ სიმბოლოდ იქცა!”-გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელ ბიჭზე წერს, რომელიც შეუპოვრობის, სიმამაცის და გამარჯვების ახალ სიმბოლოდ იქცა.

“8 წლის უკრაინელი ბიჭი, შეუპოვრობის, სიმამაცის და გამარჯვების ახალ სიმბოლოდ იქცა!

რუსულ ჭურვებს მისი მამა და ფეხმძიმე დედა ემსხვერპლა!
პატარა ბიჭმა, საყვარელ ძაღლთან ერთად ბევრი საათი გაატარა მარტოობაში
მის გადასარჩენად მისული სამხედროები ამბობენ, რომ ასეთი უშიშარი ბავშვი არასდროს უნახავთ!
დაობლებული ბოგდანი, საკუთარ ცუგასთან ერთად ახლა უსაფრთხოდაა!
გაიზრდება, მასზე მთელი ქვეყანა იზრუნებს!
აი რუსეთი კი აუცილებლად დამარცხდება და ვეღარ გააუბედურებს მილიონობით ბავშვს!”, – წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში თებერვლიდან ომი მიმდინარეობს. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოხლე შეეწირა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share