ვრცელდება კადრები კიევიდან, სადაც უკრაინაში რუსეთის საელჩოს შენობიდან კვამლი ამოდის. ვიდეომასალის ავტორის ინფორმაციით, სავარაუდოდ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები, კრემლის დავალებით, იქ არსებულ დოკუმენტაციას ანადგურებენ.
ამ ინციდენტამდე, ცოტა ხნით ადრე კი საჰაერო თავდასხმა მოხდა ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში. ჭურვი საბავშვო ბაღს დაეცა. შენობაში ამ დროს სავარაუდოდ ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანი უვნებლად გადარჩა.