გომელაურის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მას მდინარაძე ჩაანაცვლებს – “ფორმულა”

ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დროების” ექსკლუზიური ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია და მას ამ პოსტზე “ოცნების” პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. ინფორმაციას “ფორმულა” შსს-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დროების” წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზეც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share