სისხლიანი ბზობა უკრაინაში – რუსმა ოკუპანტებმა 31 ადამიანი მოკლეს. სუმში დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. ქვეყანაში გლოვაა.
ტერორისტული აქტი იმ დროს მოხდა, როცა უკრაინელები დილით ტაძარში მიდიოდნენ. მძიმეა დაჭრილების მდგომარეობაც. კლინიკებში 99 დაშავებულია შეყვანილი.
მსოფლიო ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ითხოვენ, სასწრაფოდ დათანხმდეს პუტინი ტრამპის შეთავაზებას და პირობების გარეშე შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
მშვიდობიანი მოქალაქეების ბალისტიკური რაკეტებით დაბობვას ბარბაროსული აქტი უწოდეს ევროპაში. სუმის ოლქზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო შტატებაც.
“ჩვენ გავანადგურებთ ოკუპანტებს, მათ შეიარაღებას და ტექნიკას” – ეს არის უკრაინის პასუხი რუსეთის თავდასხმაზე. უკრაინის შეიარაღების შტაბი განვცხადებაში წერს, რომ რუსეის დანაშაულების ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და ამიტომ მათ პასუხისგება მოუწევთ.