14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა

14 აპრილი დედა ენის დაცვის დღეა – ეს თარიღი ისტორიაში შევიდა, როგორც კომუნისტური რეჟიმის უკან დახევის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ 1978 წელს ქართული ენის დასაცავად ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყო.

46 წლის წინ, 1978 წელს შედგა საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აღარ ჰქონდა მინიჭებული, ანუ დედა ენა რუსული ენით უნდა ჩანაცვლებულიყო.

სხვადასხვა დაწესებულებებში კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვები მოეწყო. ბევრს არც კი შეუმჩნევია კონსტიტუციის 75-ე მუხლში მომხდარი ცვლილება. ერთ-ერთმა პირველმა, ვინც ამ საკითხზე პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა, აკაკი ბაქრაძე იყო.

1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share