კრემლის ოლიგარქი საქართველოს დემოკრატიას ანგრევს და ამიტომ ის უნდა დასანქცირდეს – ამ ინიციატივით უკვე მეორედ ამ კვირაში ბრიტანელი პარლამენტარი გამოდის. ჯეიმს მაკკლირი ფიქრობს, რომ ადამიანების წამების, დარბევის და ქართველი ხალხისთვის მოწყობილი რეპრესიების გამო “ოცნების” მხოლოდ ოთხი მაღალჩინოსნის შავ სიაში შეყვანა საკმარისი არ არის.
ბრიტანული სანქციების სიაში მოხვედრა გულისხმობს ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. როგორც ცნობილია, ქართველი ოლიგარქი ქონებას ბრიტანეთის დაქვემდებარებულ ოფშორებში მალავს. თუ ივანიშვილს გაერთიანებული სამეფოს სანქცია დაუწესდება, “ოცნების” დამფუძნებელი სერიოზულად დაზარალდება, რადგან მას ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე ათობით კომპანია აქვს რეგისტრირებული.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბრიტანული სანქციების ფინალი სწორედ ივანიშვილის დასანქცირება იქნება.