”ჩვენ გვიწევდა მანევრირება, ამ მანევრირების და კომპრომისების შედეგი იყო და სწორედ რომ Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ ესეთი დაკნინებული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა? 2012 წლიდან მოყოლებული, რეალურად, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები სუვერენიტეტის კუთხით იმიტომ, რომ დიდ, ძალიან სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე, იმპერიასთან, ასე დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. თქვენ გახსოვთ, საჯაროდაც რაც ხდებოდა, რომ არ დაიჭიროთ სააკაშვილი, არ დაიჭიროთ ბოკერია და ა.შ. პირდაპირი ინსტრუქციები.
ეს ხომ საჯაროდაც ხდებოდა, მაგრამ 10 იმდენი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტი იყო სერიოზულად შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვიწევდა Deep State-ის აგენტის დატოვება პრემიერმინისტრად. ჩვენ ამაზე ღიად გვისაუბრია არაერთხელ, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შევძელით ამ ქვეყნისთვის, სრული, ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ პრაქტიკულად, სათანადო, თვისებრივი სუვერენიტეტის დაბრუნება, მანამდე გვქონდა უმძიმესი ნაკლოვანებები და ხარვეზები ამ კუთხით, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა. იძულება იყო და როცა რაღაცა იძულებაა, ამ შემთხვევაში შეცდომად ვერ მიიჩნევ.”