”ქართველი ლიბერალი, ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება თვითონ განცხადებას. ერთი, თუ რატომ არ იყო სიტყვა “რუსული” ნახსენები. ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ. მათ შორის ისეთი რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევიან. იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ საბჭოთა კავშირი იყო.”-