”2012 წლიდან მოყოლებული, რეალურად, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები სუვერენიტეტის კუთხით იმიტომ, რომ დიდ, ძალიან სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე, იმპერიასთან, ასე დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. თქვენ გახსოვთ, საჯაროდაც რაც ხდებოდა, რომ არ დაიჭიროთ სააკაშვილი, არ დაიჭიროთ ბოკერია და ა.შ. პირდაპირი ინსტრუქციები. ეს ხომ საჯაროდაც ხდებოდა, მაგრამ 10 იმდენი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტი იყო სერიოზულად შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვიწევდა Deep State-ის აგენტის დატოვება პრემიერმინისტრად. […]
წარმოიდგინეთ, 4 წელი რა მასშტაბის მანევრირება უწევდა ქართულ ოცნებას. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ზეწოლის ინსტრუმენტები იყო ბევრად უფრო ძლიერი. გეტყოდნენ, ეს არ დაიჭირო – ვერ დაიჭერდი; ეს დაიჭირე და ა.შ. პირდაპირ ასე მიდიოდა გარჩევა, რომ ნაცმოძრაობის ეს დამნაშავე არ შეგიძლია დაიჭირო, ეს დამნაშავე შეგიძლია, დაიჭირო. ყველამ იცოდა, რომ დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება სააკაშვილის დაჭერა, იმის დაჭერა, ამის დაჭერა და ა.შ. პირდაპირ ახარისხებდნენ აგენტებს, არააგენტებს. ნაცმოძრაობაშიც ხომ ასე იყო, დამნაშავე შეიძლება იყო ადამიანი, მაგრამ ვიღაც იყო ხელმოწერილი აგენტი და ვიღაც არ იყო ხელმოწერილი აგენტი. ხელმოწერილი აგენტი არ შეიძლებოდა დაგეჭირა, ვიღაც თუ არ იყო ხელმოწერილი აგენტი, შეგეძლო დაგეჭირა.”
ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.