“გელით, გავუზიაროთ ერთმანეთს ბოროტებაზე გამარჯვების იმედი” – სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი აღდგომას სამხარეო ადმინისტრაციასთან შეხვდება

სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეხვდებიან – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს – “გელით, გავუზიაროთ ერთმანეთს ბოროტებაზე გამარჯვების იმედი”.

ჩვენ უკვე ვიქეცით ერთმანეთის ოჯახის წევრებად, ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გამზიარებლებად. არავინ არის იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ბრძოლისას ხელს ჩაჭიდებ, ზურგს გაუმაგრებ, გაამხნევებ და რომელთან ერთადაც ყოველ დღე იბრძოლებ ქვეყნის გადასარჩენად.  და არაფერია იმაზე კარგი, მსგავს ძვირფას ადამიანებთან ერთად გაიზიარო მნიშვნელოვანი დღეები. თუნდაც ისეთი, რომელსაც სხვა დროს განსხვავებულად აღვნიშნავდით. სწორედ ამიტომ, გელით ჩვენი ბრძოლის ველზე, 19 აპრილის 22:00 საათიდან. ერთად შევხვდეთ ბრწყნივალე აღდგომის დღესასწაულს ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, არც სხვისი ჭირია ღობეს ჩხირი, ვისაც გული არ გიძლებთ სახლში მშვიდად იჯდეთ, როდესაც ათეულობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი ოთხ კედელში ხვდება ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, მათი ოჯახის წევრები კი ქუჩაში, რადგან ჩვენ ვიცით, – “ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”.

გელით, გავუზიაროთ ერთმანეთს ბრძოლის მოტივაცია, ბოროტებაზე გამარჯვების იმედი, დადებითი ენერგია და ჩვენი საყვარელი სახლური საჭმელი”, – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share